მიმდინარე წლის 9 მარტს, დანიის სამეფოში საქართველოს ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რწმუნებათა სიგელი ამალიენბორგის სასახლეში გადასცა დანიის დედოფალს, მის უდიდებულესობა, მარგრეტ II-ს.