საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აჭარის ტელევიზია: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის მოგზაურთა ასოციაციის საერთაშორისო ვორქშოპზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპში მონაწილეობდა. უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. განიხილეს როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.