ვიზიტით ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰენრიკ დემს შევხვდი.
მიმოვიხილეთ საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა - საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა. ასევე, ყურადღება გავამახვილე განვითარების სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე და მადლიერება გამოვხატე დანიის სამეფოს მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
მისასალმებელია დანიური მხარის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.
დეტალურად ვისაუბრე საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოვთქვი, რომ დანიის სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.