საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და დანიას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 5 შეთანხმებას და არეგულირებს შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებულ საკითხებს და განვითარების სფეროში თანამშრომლობას.

ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია 2013-2017 წლებისთვის „დანიის სამეზობლო პროგრამის" ფარგლებში განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიზნით მიმდინარე პროექტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ადამიანთა უფლებების დაცვა; ბიზნესის და საჯარო ადმინისტრირების განვითარების ხელშეწყობა; დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარება; მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა; ეკონომიკის განვითარება.

საქართველოს უმცირესობების დაცვისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ინტეგრაციის და ზოგადად კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელებულ საქმიანობაში აქტიურ როლს თამაშობს დანიის ლტოლვილთა საბჭო (Danish Refugee Council).

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2010 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამხედრო წვრთნა და განათლება, გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა.

ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: ტრანსპორტი (გადაზიდვები), კავშირგაბმულობა, ნაძვის გირჩის შეგროვება, გადამამუშავებელი მრეწველობა და მედიკამენტები.

მნიშვნელოვანია დანიური კომპანიის „მაერსკი“ (ფოთის პორტის 80%-იანი წილის მფლობელი) მიერ ფოთის პორტში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიცია. კომპანია აგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ინვესტიციების განხორციელებას.

მიმდინარეობს თანამშრომლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ჰორსენსის ბიზნეს-საბჭოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ტურიზმისა და კულტურის დარგში.
 

ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველო-დანიის სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი):

წელი

2009

2010

2011

2012 (11 თვე)

ექსპორტი

624,5

3,6 მლნ

2,3 მლნ

209,3

იმპორტი

10,803,6

15,1 მლნ

11,3 მლნ

23 937 მლნ


ბმულები
:
საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში
დანიის სამეფოს საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევი)
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დანიის სამეფოს ინტერნეტ-პორტალი
დანიის ფოლკეტინგი (პარლამენტი)
დანიის ლტოლვილთა საბჭო