მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს კოპენჰაგენის არქიტექტურის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე “Film Mosaic - Leave No One Behind“, რომელიც დანიის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გაიმართა, ნაჩვენებ იქნა სამი ქართული ფილმი.
წარსადგენი ფილმები შეირჩა რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში ჩატარებული პროექტის შედეგად. კონცეფცია - ურბანული პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტის ძიებაში.
პროექტის თანადამფინანსებელი გახლდათ დანიის „ახალი დემოკრატიის ფონდი“, ხოლო
ფესტივალის პარტნიორი საქართველოში - „თბილისის არქიტექტურის ბიენალე“.
ფილმების ჩვენებამდე პარტნიორებთან ერთად აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.
ჩვენების შემდეგ კი გაიმართა მიღება ქართული ღვინის თანხლებით