საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის სორდის კოლბრუნ გილვადოთირის შეხვედრა, რა დროსაც მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და განიხილეს ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივები.

მინისტრები მიესალმნენ ისლანდიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს და ხაზი გაუსვეს საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულ დატვირთვას ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისთვის.  მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კომუნიკაციის გააქტიურებაზე. ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.