|
განთავსების თარიღი: 2012-03-29
საქართველოს პრეზიდენტი სეულის ბირთვული სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
2012 წლის 26-27 მარტს ქ. სეულში გაიმართა ბირთვული უსაფრთხოების რიგით მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს 59 ქვეყნის დელეგაცია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. სამიტის მონაწილეებმა განიხილეს ბირთვულ გაუვრცელებლობასთან, რადიოაქტიური მასალების დაცულობის ხარისხისა და ბირთვული უსაფრთხოების კულტურის ამაღლებასთან, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2012-04-20
ნატო–ს შტაბ–ბინაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ISAF–ის ფორმატში
2012 წლის 19 აპრილს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ISAF-ის ფორმატში. შეხვედრაზე, მოკავშირეებმა და ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს ავღანეთთან დაკავშირებით ნატოს ლისაბონის სამიტის და ბონის კონფერენციის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ავღანეთში მიმდინარე გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერის აუცილებლობას და ძირითადი აქცენტები გააკეთეს 2014 წლის შემდგომ ავღანეთში საერთაშორისო საზოგადოების გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობაზე. ISAF-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ავღანეთში მიღწეული პროგრესის და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნების, ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2012-04-17
განთავსების თარიღი: 2012-04-04
განთავსების თარიღი: 2012-03-30
განთავსების თარიღი: 2012-03-30
განთავსების თარიღი: 2012-03-29
განთავსების თარიღი: 2012-03-23
განთავსების თარიღი: 2012-03-22
განთავსების თარიღი: 2012-03-09
განთავსების თარიღი: 2012-01-31
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|