ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 20.11.2017

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოსა და უკრაინისათვის ახალი სამეზობლო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 860 მილიონ დანიურ კრონას შეადგენს.

პროგრამის მიზანია საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიული რეფორმებისა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოსა და უკრაინისათვის მნიშვნელოვანი დარგების რეფორმირებაზე, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებაზე და ეკონომიკის მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრაინა და საქართველო სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე ტერიტორიული საფრთხის წინაშე დგანან. ორივე სახელმწიფო მზარდი ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, რისთვისაც ამბიციური და რთული რეფორმების პროცესს გადის“.

 
განთავსების თარიღი: 11.11.2017

2017 წლის 11 ნოემბერს, დანიის ფილმის ინსტიტუტისა და დანიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, კოპენჰაგენში, East By SouthEast კინო ფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის DEDE / დედე ჩვენება გაიმართა.

ჩვენებამდე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანიის ფილმის ინსტიტუტის წარმომადგენელმა იესპერ ანდერსენმა და საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ. დანიელ მაყურებელთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დანიაში მცხოვრები ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფილმის დასრულების შემდეგ საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

 
განთავსების თარიღი: 09.11.2017

7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დელეგაციის წევრებთან ერთად დანიის პარლამენტის ბიზნესის ზრდისა და ექსპორტის კომიტეტის ვიცესპიკერს იოაკიმ ოლსენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა იყო. ვიცესპიკერმა იოაკიმ ოლსენმა ქართველ კოლეგებს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და მხარდაჭერას დაჰპირდა. 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ