ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გიგი გიგიაძე

სახელი, გვარი:                       გიგი გიგიაძე

დაბადების თარიღი:             1978 წლის 11 აპრილი

დაბადების ადგილი:             ქ.თბილისი, საქართველო

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ჯერ ბაკალავრიატი (1999 წელს) შემდეგ კი მაგისტრატურა (2001 წელს).

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

2000 წლის ივნისიდან სექტემბრამდე - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში ატაშეს თანამდებობაზე;

2000-2001 წლებში - პირველი ევროპული დეპარტამენტის III მდივნის თანამდებობაზე;

2001-2003 წლებში - პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2003-2006 წლებში - საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში - საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2007-2008 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2008-2009 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის I ევროპული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2009-2010 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2010-2012 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე;

2012-2014 წლებში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე;                                                                                                                                                                                                                  
2013-2014
წლებში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე;

2014-2016 წლებში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი;

2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

2017 წლის 17 ივლისს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ