ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით გამართული სამუშაო სადილი

საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით,18 დეკემბერს, გაიმართა სამუშაო სადილი, რომელშიც მონაწილეობდენ დანიის პრემიერ მინისტრის,საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების - მოლდოვასა და უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე განიხილებოდა ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებსშორის მომავალი თანამშრომლობის  პერსპექტივები.

საქართველოს ელჩმა მიმოიხილა უკანასკნელი ხნის მიღწევები და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიგი გიგიაძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ასოცირების დღის წესრიგის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით) განხორციელების დინამიკასა და 2017-2010 წლების ასოცირების ამბიციურ დღის წესრიგზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და ამ ფორმატში შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ