ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოსა და უკრაინისათვის ახალი სამეზობლო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 860 მილიონ დანიურ კრონას შეადგენს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოსა და უკრაინისათვის ახალი სამეზობლო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 860 მილიონ დანიურ კრონას შეადგენს.

პროგრამის მიზანია საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიული რეფორმებისა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოსა და უკრაინისათვის მნიშვნელოვანი დარგების რეფორმირებაზე, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებაზე და ეკონომიკის მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრაინა და საქართველო სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე ტერიტორიული საფრთხის წინაშე დგანან. ორივე სახელმწიფო მზარდი ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, რისთვისაც ამბიციური და რთული რეფორმების პროცესს გადის“.

„დანიისა და ევროპის ინტერესია, რომ უკრაინიამ და საქართველომ გააგრძელონ ევროპულ კურსი, რაც მნიშვნელოვანია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. ამ ქვეყნების ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამები თანამედროვე და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოების განვითარების წინაპირობას წარმოადგენენ. აღნიშნული (რეფორმები) საუკეთესო პასუხია რუსეთის აგრესიაზე და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის გზის გაგრძელებისათვის. ამ მიზნით, საჭიროა რომ ჩვენ გავაგრძელოთ მათი რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა. დანიური დახმარება ხელს შეუწყეობს მნიშვნელოვან ნაბიჯებს სწორი მიმართულებით. ამიტომაც, დავამატკიცე ახალი სამეზობლო პროგრამა 860 მლნ. დანიური კრონის ოდენობით“ - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდერს სამუელსენმა.

ახალი სამეზობლო პროგრამა ეფუძნება რეგიონში მიღებულ გამოცდილებასა და ჩართულობის შედეგებს და მოიცავს საკითხებს, რომელშიც დანიას ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები გააჩნია. მათ შორისაა, ენერგო სექტორი - დანიის ენერგეტიკის სააგენტო უკრაინასთან სამთავრობო თანამშრომლობაში ჩაერთვება, ასევე, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - დანია უკრაინულ ინსტიტუტებში კორუფციის თავიდან აცილებისა მიმართულებით იმუშავებს.უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააჩნია, რაც ამ ქვეყნების კერძო სექტორისათვის მნიშვნელოვან პოტენციალს გულისხმობს, თუმცა ამავდროულად რთულ ტრანსფორმაციას საჭიროებს. დანიის სამეზობლო პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მცირე და საშუალო კომპანიების ტექნიკურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა მათ მოახერხონ შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება და სრულად ისარგებლონ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობებით.

სამეზობლო პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს უკრაინული და ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მთავრობების მიერ რეფორმების პროცესის გაგრძელების და გამჭირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველსაყოფად.

http://um.dk/en/news/NewsDisplayPage/…

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ