ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვიქტორ დოლიძის შეხვედრა დანიის პარლამენტში

2017 წლის 21 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძე დანიის პარლამენტის (Folketing) საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კომიტეტების წევრებმა უმასპინძლეს. 

შეხვედრა დანიის სამეფოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დანიელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება და მოლოდინები, დანიის სამეფოს მიერ ევროკავშირის დახმარების ფარგლებში და ორმხრივ ფორმატში საქართველოში განხორციელებული დახმარების პროგრამები, მუშაობის გაძლიერება სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ, დანიურმა მხარემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ