ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო-დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულატაციები გაიმართა

 

ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო დანიური მხრიდან - დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იენს კისლინგი.

შეხვედრაზე საქართველო-დანიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს.

საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ