ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დანიამ საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა

12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საჯარო შეხვედრა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყანად დაასახელა. შესაბამისად, 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP) მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს. DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

დღევანდელი შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.

ღონისძიების ერთერთ მთავარ სპიკერად საქართველოდან მოწვეული იყო ევროპის ფონდის დირექტორი, ქეთევან ვაშაკიძე.

2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამის (DANEP) დამტკიცება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე (დანიურ ენაზე): http://um.dk/da/danida/lande-og-regioner/eus-ostlige-naboer/

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ