ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა დანიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

16 თებერვალს, საქართველოს საელჩომ დანიის ჰელსინკის კომიტეტის, დანიის გაერო-ს ასოციაციისა (FN-forbundet) ევროპული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა.

საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა, მოწვეულ სტუმრებთან განიხილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, ნატო-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.

ასევე, ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიში, რის შემდგომაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ