ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია „დანიასა და სამხრეთ შლეზვიგში საქართველოს მეგობრები“-ს საზოგადოების ყოველწლიურ საანგარიშო შეხვედრის შესახებ

2016 წლის 29-30 იანვარს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი იმყოფებოდა დანიის ქ. კოლდინგში  „დანიასა და სამხრეთ შლეზვიგში საქართველოს მეგობრები“-ს საზოგადოების ყოველწლიურ საანგარიშო შეხვედრაზე. რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების  30-მდე წევრი.

საზოგადოების წევრებმა წარადგინეს განვლილი წლის ანგარიში და ისაუბრეს 2016 წელს დაგეგმილ საკითხებზე, შეხვედრაზე ელჩი გამოვიდა სიტყვით და მადლობა გადაუხადა საზოგადოების წევრებს გაწეული საქმიანობისთვის. შეხვედრაზე ელჩმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ბოლო დროინდელი მიღწევების ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

ქ. კოლდინგში, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის შეხვედრები დანიაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოში დანიური კომპანიების საქმიანობა  და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ