ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო K.U.K.S.-ის ფესტივალზე

დანიის პრინც ჰენრიკის პატრონაჟით და კოპენჰაგენის ქალაქის საბჭოსთან თანამშრომლობით, 2015 წლის 23 ოქტომბერს, კოპენჰაგენის მერიაში, უცხოელთა საზოგადოებების კულტურის კონფედერაციის (K.U.K.S.) გალა ფესტივალი („ეროვნული ბაზრობა - კავშირი ერებს შორის“) გაიმართა. ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებში ქ. კოპენჰაგენის მერის, პია ალერსლევის გამოსვლით გაიხსნა.

საერთაშორისო გამოფენაში დანიის სამეფოში აკრედიტებული 30 მდე ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის, საქართველოს საელჩო მონაწილეობდა. ქართულ სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ეროვნული კერძები, ასევე, მიეღოთ მათთვის სასურველი ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურისა თუ სხვადასხვა დარგის შესახებ.

K.U.K.S-ის ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება სხვადასხვა საზოგადოებას შორის. აღნიშნულის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ორგანიზაცია ფესტივალში მონაწილე თითოეული ქვეყნის კულტურის, პროდუქციის და სამზარეულოს გაცნობას მიიჩნევს. საქართველოს საელჩომ K.U.K.S-ის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ