ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია სოლისტში გამართული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 23 სექტემბერს, დანიის სამეფოს მსროლელთა საზოგადოებაში „სოლისტი“ წევრთა პერიოდული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული გაერთინების წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი პირები და დანიის მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან. დანიური კომპანია Uhrenholt-ის, რომელიც საქართველოში ყველის პროდუქციის იმპორტით არის დაკავებული, დამფუძნებლის, ფრენკ ურენჰოლტის მიწვევით შეხვედრას დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი ესწრებოდა.

 ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნესის წარმოების მხრივ სიმარტივის კუთხით მიღწეულ უდიდეს პროგრესზე, მათ შორის, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე, რაც არაერთ საერთაშორისო კვლევასა თუ რეიტინგში აისახა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ