ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია კოპენჰაგენში ფილმ სიმინდის კუნძულის ჩვენებასთან დაკავშირებით

2015 წლის 9 სექტემბერს, კინო-სადისტრიბუციო კომპანია „41Shadows”, ჟუნრალ „Ekko”-ს, კინოთეატრ “Gloria”-სა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, კოპენჰაგენში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის - "სიმინდის კუნძულის" წინა-საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ჩვენებას დაახლოებით ასამდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ, დანიაში მცხოვრები ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფილმის ჩვენებამდე, საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მისასალმებელი სიტყვა გააცნო, ხოლო ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიასთან საუბარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებისა და დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკაზე.

ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებს ქართული ღვინისა და ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ სიმინდის კუნძულმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმის პრემიერა კინოთეატრ გლორიაში 24 სექტემბერს გაიმართება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ