ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით გამართული გამოფენის თაობაზე

2015 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა გამოფენა ჰუმანიტარულ თემატიკაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა. მან ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე 7 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე. ასევე შეეხო იმ ფაქტებს, რაც წინ უძღოდა რუსეთის აგრესიას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მდგომარეობაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში.

გამოფენის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ