ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 11 ნოემბერს, დანიის ფილმის ინსტიტუტისა და დანიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, კოპენჰაგენში, East By SouthEast კინო ფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის DEDE / დედე ჩვენება გაიმართა.

ჩვენებამდე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანიის ფილმის ინსტიტუტის წარმომადგენელმა იესპერ ანდერსენმა და საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ. დანიელ მაყურებელთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დანიაში მცხოვრები ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფილმის დასრულების შემდეგ საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

განთავსების თარიღი: 11.11.2017
 

7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დელეგაციის წევრებთან ერთად დანიის პარლამენტის ბიზნესის ზრდისა და ექსპორტის კომიტეტის ვიცესპიკერს იოაკიმ ოლსენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა იყო. ვიცესპიკერმა იოაკიმ ოლსენმა ქართველ კოლეგებს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და მხარდაჭერას დაჰპირდა. 

განთავსების თარიღი: 09.11.2017
 

27 ოქტომბერს, კოპენჰაგენის მერიის ორგანიზებითა და დანიის პრინცის პატრონაჟით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, კოპენჰაგენის მერიის შენობაში გაიმართა 47-ე საერთაშორისო გალა-ფესტივალი „ ეროვნული გამოფენა - ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გამყარებისთვს“ (K.U.K.S).

განთავსების თარიღი: 27.10.2017
 

2017 წლის 25 ოქტომბერს კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

განთავსების თარიღი: 26.10.2017
 

საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, დანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2017 წლის 5 ოქტომბერს კოპენჰაგენის საკონცერტო დარბაზში (DR Koncerthuset) პირველად გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს "მშვიდობის ხელოვანი"-ს, ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი.

განთავსების თარიღი: 05.10.2017
 

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ კინოფესტივალ “CPH PIX”-თან ერთად, კოპენჰაგენში მდებარე კინოთეატრ Cinemateket-ში ქართულ დღეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა 2 ქართული ფილმი, რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მგზავრები და ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ჩვენებების პარალელურად გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.

განთავსების თარიღი: 29.09.2017
 

2017 წლის 21 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძე დანიის პარლამენტის (Folketing) საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და ევროპული კომიტეტების წევრებმა უმასპინძლეს. 

განთავსების თარიღი: 21.09.2017
 

12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საჯარო შეხვედრა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP).

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყანად დაასახელა. შესაბამისად, 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP) მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს. DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

დღევანდელი შეხვედრა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.

ღონისძიების ერთერთ მთავარ სპიკერად საქართველოდან მოწვეული იყო ევროპის ფონდის დირექტორი, ქეთევან ვაშაკიძე.

2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამის (DANEP) დამტკიცება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე (დანიურ ენაზე): http://um.dk/da/danida/lande-og-regioner/eus-ostlige-naboer/

განთავსების თარიღი: 22.08.2017
 

კანდიდატის  მიმართ დადგენილი ძირითადი მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება  

·         დანიური, ინგლისური და ქართული  ენების ცოდნა

·         საოფისე პროგრამების ფლობა

·         გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი

·         გუნდური მუშაობის უნარი

·         კომუნიკაბელურობა;

·         პუნქტუალურობა;

·         ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;

·         დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

 

სამუშაო პირობები

სრული განაკვეთიორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 1 საათი

ანაზღაურებაარსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სამუშაოს აღწერილობა

სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობა; ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით საელჩოს მუშაობაში მაქსიმალური ჩართულობა,ხელმძღვანელისდა ასევე სხვა თანამშრომლების შეხვედრების უზრუნველყოფა; საელჩოსთვის მოთხოვნილი ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ადგილსამყოფელი ქვეყნისმოქალაქეებისთვის/დაინტერესებული პირებისთვის;სატელეფონო ზარების განაწილება; საელჩოს ვიზიტორთა მიღება; შემოსული თუ გასული კორესპონდენციისდამუშავებარეგისტრაცია; დიპლომატიური ფოსტის გაგზავნა/მიღება; დელეგაციების ვიზიტის ლოგისტიკის უზრუნველყოფა; თარგმანის შესრულება; ხელმძღვანელისდავალებით სხვა ტექნიკური ხასიათის დავალებების შესრულება.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ 

მისამართზე  copenhagen.emb@mfa.gov.ge

 

განცახდებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

 

წარმოდგენილი განაცხადებებიდან შერჩეულ კანდიდატებს გაესაუბრება საელჩოს ხელმძღვანელობა ივლისის პირველ კვირაში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საელჩოს მხრიდან კანდიდატის საბოლოო შერჩევისას, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვის მიზნით, წარმოსადგენიიქნება დამატებითი დოკუმენტები  

 

განთავსების თარიღი: 06.06.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/c3088

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ