ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები

 

დიპლომატიურ ურთიერთობათა ქრონოლოგია

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიის სამეფოში:

ნიკოლოზ რთველიაშვილი - 2011 წლის 28 სექტემბერი - დღემდე.

დავით კერესელიძე - 2006 - 2011 წწ.

დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით .კიევი):

მიქაელ ბორგ-ჰანსენი (Michael Borg-Hansen) - 1.10.2009 - დღემდე.

უფე ანდერსონ ბალსლევი (Uffe Andersson Balslev) - 2006 - 2009წწ.
კრისტიან ფაბერ როდი (Christian Faber-Rod) - 2004 - 2006წწ.
მარტინ კოფოდი (Martin Kofod) - 2001 - 2004წწ.
იორნ კროგბეკი (Jorn Krogbeck) - 1997 - 2001წწ.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

2008-2012 წლებისდანიის სამეზობლო პროგრამა" განვითარებისკენ მიმართული ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილია და ევროპის საბჭოსა და უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრთან ერთად ხორციელდება. იგი მოიცავს ადამიანთა უფლებების დაცვას, დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარებას, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის რეგიონალურ პროექტებს.

აღსანიშნავია, საქართველოში დანიის კავკასიის პროგრამა (2010-2012), რომელიც წამოწყებულ იქნა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით. 2005 წლიდან დანიის ლტოლვილთა საბჭოს (Danish Refugee Council), უმცირესობათა საკითხებზე ევროპული ცენტრისა (ECMI) და ამ პროგრამის მეშვეობით, დანია მხარს უჭერს საქართველოს უმცირესობების დაცვისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ინტეგრაციისთვის განხორციელებულ საქმიანობაში.

დინამიურად ვითარდება საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია დანიური კომპანიისმაერსკი" მიერ ფოთის პორტში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიცია. „მაერსკმა" პორტის 80%-იანი წილი შეიძინა. აღსანიშნავია, ასევე, 2010 წელს, . თბილისში გამართული საქართველო-დანიის ბიზნეს-ფორუმი.

 

ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველო-დანიის სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი):

წელი

2009

2010

2011

2012 (11 თვე)

ექსპორტი

624,5

3,6 მლნ

2,3 მლნ

209,3

იმპორტი

10,803,6

15,1 მლნ

11,3 მლნ

23 937 მლნ

 

საქართველოს მხრიდან დანიის სამეფოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2013 წელი:

6-8 თებერვალი -  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი

2012 წელი:

6-7 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ვიზიტი.

2011 წელი:

28-30 მარტი - პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ვიზიტი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მას კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა;

18 მაისი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი;

20-24 ნოემბერი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი, მინისტრის კობა სუბელიანის ხელმძღვანელობით.

2010 წელი:

1-3 თებერვალი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დელეგაცია;

1 დეკემბერი - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ვიზიტი.

2009 წელი:

30 მარტი-1 აპრილი - პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი;

21 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი;

25-28 ივნისი - თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის ვიზიტი;

14-17 ოქტომბერი - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 59- სესია).

2007 წელი:

9-10 ოქტომბერი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.

2006 წელი:

24 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი.

 

დანიის სამეფოს მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2010 წელი:

15-18 თებერვალი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტი.

2009 წელი:

16-19 მარტი - თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი;

5-7 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის პერ სტიგ მიოლერის ვიზიტი.

2008 წელი:

7-8 ივლისი - საგარეო საქმეთა მინისტრის პერ სტიგ მიოლერის ვიზიტი;

10-11 ნოემბერი - ფოლკეტინგის (პარლამენტი) პრეზიდენტის თორ პედერსენის ვიზიტი;

27-29 ნოემბერი - პრემიერ-მინისტრის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი.

 

პოლიტიკური კონსულტაციები:

2010 წლის 13 დეკემბერი, . კოპენჰაგენი;

2009 წლის 19-20 მარტი, . თბილისი.

 

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში:

მისამართი: NYBROGADE 10, 1 st floor, 1203 Copenhagen

ტელეფონი: +(45) 39 11 00 00

ფაქსი: +(45) 39 11 00 01

E-Mail : copenhagen.emb@mfa.gov.ge

 

დანიის სამეფოს საელჩო (რეზიდენციით . კიევი) საქართველოში:

მისამართი: Vul. Bohdana Khmelnitskoho 56, 4th floor

UA-01901 Kiev 01 Ukraine

ტელეფონი: +380 44 200 1260

ფაქსი: + 380 44 200 1281

ელ-ფოსტა: ievamb@um.dk

 

ბმულები:

 

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში http://denmark.mfa.gov.ge/index.php?sec_id=61&lang_id=

დანიის სამეფოს საელჩო საქართველოში (რეზიდენციით . კიევი) www.mfa.gov.ua/mfa/en/publication/content/1825.htm

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო http://um.dk/en

დანიის სამეფოს ინტერნეტ-პორტალი http://denmark.dk/en

დანიის ფოლკეტინგი (პარლამენტი) http://www.ft.dk/

დანიის ლტოლვილთა საბჭო http://www.drc.dk/

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ