საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

14 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Danmark-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში

14 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Danmark-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „All Stars 2017“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები შემდეგ საკითხებზე: ახალდაფუძნებულ სტარტაპებსა და მსხვილ კომპანიებს შორის ინოვაციური თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები; საერთაშორისო ინვესტიციისა და დაფინანსების მოზიდვა; საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება.

საქართველოს ელჩთან ერთად, დისკუსიებში მონაწილეობდნენ დანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Dansk Erhvervv) და დანია-გერმანიის (Dansk-Tysk Handelskammer) სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, ინოვაციებისა და საინვესტიციო ცენტრის (Innovation Centre Denmark/Invest in Denmark) ხელმძღვანელი, ასევე დანიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

სადისკუსიო პანელზე, გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოზე, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. საუბრისას, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურიზმისა და სატრანსპორტო შესაძლებლობებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებზე.