საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდერს სამუელსენს შეხვდა

დღეს, 9 თებერვალს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდერს სამუელსენს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დანიის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერობას.

გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  მხარდაჭერისთვის. ასევე, დანიის სამეზობლო პროგრამაში საქართველოსათვის პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსის მინიჭებისათვის.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე, ორმხრივ მაღალი დონის ვიზიტებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქართველოში დანიური კომპანიების ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი.