საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში

მიმდინარე წლის 24 ივნისს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა შეხვედრა გამართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ, ლარს ბო მიოლერთან და იმავე დეპარტამენტის სპეციალური მრჩეველი, ანნე ტინდ ჰარესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.