საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიღება საელჩოში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით

📣 მიმდინარე წლის 11 ივნისს, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით და, ასევე, დიასპორის დღის აღსანიშნავად, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება.
🇬🇪 ღონისძიებაზე დამსწრე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ვიდეო ჩართვის საშუალებით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მან ისაუბრა 30 წლის განმავლობაში განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და პროცესში ქართული დიასპორის მნიშვნელობასა და როლზე.
🇬🇪 მცირე მოხსენება გააკეთა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა, პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, დანიასა და ისლანდიასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებსა და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.
📣 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართველი მხატვრების გამოფენა. საელჩოში შეკრებილ დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ ქეთი მატაბელის ნამუშევრები „ფრაგმენტები ისტორიიდან“ და გიორგი გუგუშვილის ალეგორიული ხასიათის ნახატები, რომელთაც საფუძვლად უდევს ქუჩის მუსიკოსების, მსახიობებისა და ჯაზის კომპოზიციები.
🇬🇪 ღონისძიება დასრულდა მცირე მიღებით, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და კერძები. 🇬🇪