საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამინისტროს მდივნის მოადგილე (Deputy Permanent Secretary), ჰენრიკ ანკერშტერნესთან,

მიმდინარე წლის 6 მაისს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამინისტროს მდივნის მოადგილე (Deputy Permanent Secretary), ჰენრიკ ანკერშტერნესთან, სამინისტროს საერთაშორისო რეკრუტირების სამმართველოს უფროს, იონას ფრომ სოლბერგთან, ამავე სამმართველოს სპეციალურ მრჩეველ, შარლოტე სედელინ ჰაუსტროპსა და მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროს, ლინე კიერთან.
კახაბერ შიშნიაშვილმა დანიურ მხარეს გააცნო საქართველოს ინტერესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შრომითი სეზონური დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდა, სეზონური დასაქმების სფეროში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან, არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეთათვის გამარტივებულ სამოგზაურო რეგულაციების საკითხს. ონლაინ შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სეზონური დასაქმების სფეროში არსებული შესაძლებლობები.