საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის გამოსამშვიდობებელი ონლაინ-ვიდეო შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, იეპე კოფოდთან

მიმდინარე წლის 19 იანვარს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ გამოსამშვიდობებელი ონლაინ-ვიდეო შეხვედრა გამართა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, იეპე კოფოდთან.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს განვლილი ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. იეპე კოფოდმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და სურვილი გამოთქვა, შესაძლებლობისთანავე, უახლოს მომავალში ესტუმროს საქართველოს.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დანიის მიერ გაწეული მრავალმხრივი დახმარებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერისთვის. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორმხირივი ვაჭრობის განვითარების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს გამორჩეული მასპინძლობისთვის.