საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფო ოჯახის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა

2020 წლის  7 ივლისს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა დანიის სამეფო ოჯახის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, მიხაელ ერენრაიხთან.

ელჩმა კოპენჰაგენში დანიურ-ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სახელით, დანიის დედოფლის, მარგრეტ მეორისთვის საჩუქრად გადასცა დანიაში მოღვაწე ქართველი ხატმწერის, ნანა ყუფარაძის მიერ შესრულებული თამარ მეფის ხატი.