საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კომპანია „LTP Group“ აღმასრულებელ დირექტორთან

2020  წლის 24 ივნისს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ საელჩოში უმასპინძლა დანიური კომპანიის "LTP Group"-ის აღმასრულებელ დირექტორ, მორტენ ოსტერგაარდს.

კომპანია საფეიქრო და ავეჯის წარმოებით არის დაკავებული და საწარმოებს ფლობს ლიტვაში, ბელორუსში, უკრაინასა და ვიეტნამში. შეხვედრის დროს საქართველოს ელჩმა კომპანიის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, ამ სფეროში კვალიფიციური მუშა ხელისა და ქვეყნის სტრატეგული მდებარეობის შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შედეგად ქართული ბიზნეს გარემოს ევროპულ სტანდართებთან დაახლოების დადებით მხარეებზე. საუბრის დროს განხილულ იქნა, კომპანიასთნ თანამშრომობლის პერსპექტივები.