საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლექცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA სოციალურ სწავლებათა სკოლის სტუდენტებისთვის

2020 წლის 22 ივნისს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, მოწვეული სპიკერის რანგში, ონლაინ ლექცია წაიკითხა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA სოციალურ სწავლებათა სკოლის სტუდენტებისთვის. საკუთარი მოხსენების ფარგლებში გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე“, რომელთა შესრულება მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირთან დაახლოვების, ასევე მასში გაწევრიანების თვალსაზრისით.

ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო დანია-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებში დანიის მონაწილეობის შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ ნორდიკული ქვეყნების გამოცდილების შესახებ საქართველოში ინფორმაცია მწირია, ლექციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. მოხსენების ფარგლებში საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა დანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობის ფორმატებზე.