საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის მშრომელთა მუზეუმში გამართული შეხვედრა

2020 წლის 18 ივნისს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა დანიის მშრომელთა მუზეუმის Arbejdermuseet დირექტორ, სორენ ბეკ-იენსენთან. 

მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და გააჩნია დანიური ლეიბორისტული მოძრაობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და პროფკავშირების შესახებ უდიდესი კერძო არქივი. შესაბამისად, შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, სოციალ-დემოკრატიული მთავრობასა და დანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის არსებული კავშირების დადგენის კუთხით. გიგი გიგიაძემ მუზეუმის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა 1919 წელს დანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობის შესახებ და დახმარება თხოვა, მუზეუმის არქივში ამ კუთხით არსებული მასალების მოძიებაში.