საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მონაწილეობა ვებინარში

2020 წლის 18 ივნისს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო დანიური ანალიტიკური ცენტრის „ევროპა“-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა ის გზები, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირმა პანდემიის დაძლევა უნდა მოახერხოს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.