საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან

2020 წლის 15 ივნისს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ საელჩოში უმასპინძლა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს, ლიზა ჰენრის და ორგანიზაციის ქართველ თანამშრომელს, ნური შარაშიძეს.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ჰქონდა წამების მსხვერპლთა რებილიტაციის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერი სიმპოზიუმის თბილისში ჩატარება, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადაიდო. საქართველოს ელჩმა და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განიხილეს სიმპოზიუმის 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარების შესაძლებლობები.