საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა დანიის ეროვნული გალერეის დირექტორ, მიკელ ბოუსთან

2020 წლის 11 თებერვალს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა დანიის ეროვნული გალერეის დირექტორ, მიკელ ბოუსთან. შეხვედრის დროს აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროექტების სახით, ქართული და დანიური სამხატვრო გამოფენების მასპინძლობის შესაძლებლობაზე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, პროფესორ დავით ლორთქიფანიძის სახელით ბატონი ბოუ ელჩის მიერ მიპატიჟებულ იქნა საქართველოში. დანიური ეროვნული გალერეის დირექტორმა გახსნით ღონისძიებაზე დასწრებისა და ქართული სახელოვნებო წრეების გაცნობის დიდი სურვილი გამოხატა. იგი, ასევე, დაინტერესდა ქართული თანამედროვე ლიტერატურით.