საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა დანიელ მკვლევარ, ტომ ტრიერთან

2020 წლის 7 თებერვალს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრა დანიელი მკვლევარი ტომ ტრიერი. ის გახლავთ ავტორი "Politiken"-ის მიერ საქართველოსა და სომხეთის შესახებ, დანიურ ენაზე გამოცემული სამოგზაურო წიგნის, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის მარტში გაიმართება. გარდა ამისა, ტრიერი ქართველ ისტორიკოს, ბექა კობახიძესთან ერთად მუშაობს დანიის სამეფოსა და საქართველოს პირველ რესპუბლიკას შორის არსებულ დიპლომატიური ურთიერთობების კვლევაზე. დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ და ტომ ტრიერმა ასევე განიხილეს ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები.