საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

"POLITIKEN"-ის წიგნი საქართველოსა და სომხეთის შესახებ

დანიური გამოცემა "POLITIKEN"-ის მიერ მომზადდა 144 გვერდიანი სამოგზაურო წიგნი საქართველოსა და სომხეთის შესახებ. წიგნი მდიდარია ორი ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციით და ძირითადად განკუთვნილია იმ დანიელთათვის, რომლებიც ზემოხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავენ. ასევე, წიგნი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ტურისტული შესაძლებლობებით დანიური საზოგადოების დაინტერესებას.