საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოლკეტინგის წევრ კატერინა ამითზბოლთან გამართული შეხვედრა

2020 წლის 23 იანვარს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ფოლკეტინგის წევრ კატერინა ამითზბოლთან, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის წევრია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები, დღის წესრიგი და ამ კუთხით მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, საუბრის დროს საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვათარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების გახშირებულ შემთხვევეზე.