საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოლკეტინგის წევრ ჰენრიკ მიოლერთან გამართული შეხვედრა

2020  წლის 21 იანვარს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ფოლკეტინგის წევრ ჰენრიკ მიოლერთან, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის წევრია. ასევე, მიოლერი გახლავთ ფოლკეტინგის კულტურის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარე და მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სპიკერი ტურიზმის სფეროში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები, დღის წესრიგი და ამ კუთხით მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები. გარდა ამისა, საქართველოს ელჩმა დანიელ პარლამენტარს გააცნო ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში არსებული ვითარება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარების გაუარესდების ტენდენციას, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის მიერ რეგიონების მილიტარიზაციას ემატება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.