საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის ფილმის ინსტიტუტში “Cinemateket“ გამართული კინოჩვენება

2020 წლის 16 იანვარს, დანიური ფილმის ინსტიტუტისა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა ქართული საღამო, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნა რეჟისორ, სერგო ფარაჯანოვის ფილმი "ამბავი სურამის ციხისა". კინოჩვენებას წინ უძღოდა მიღება გია ყანჩელის მუსიკისა და ქართული ღვინის თანხლებით. ფილმი მცირე მისასალმებელი სიტყვით წარადგინა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც ისაუბრა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.