საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოლკეტინგში გამართული შეხვედრა

2020 წლის 14 იანვარს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ფოლკეტინგის წევრ მიქაელ ოსტრუპ იენსენთან, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის წევრია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები, დღის წესრიგი და ამ კუთხით მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს ელჩმა დანიელ პარლამენტარს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.