საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ფოლკეტინგის წევრ ლარს ასლან რასმუსენთან

2020  წლის 6 იანვარს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ფოლკეტინგის წევრ ლარს ასლან რასმუსენთან, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის დელეგაციის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტები, დღის წესრიგი და ამ კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.

საქართველოს ელჩმა დანიელ პარლამენტარს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ესაუბრა შავი ზღვის რეგიონში მზარდ უსაფრთხოების გამოწვევებზე.