საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გადმოიბარა

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა!

საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ და თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:
► ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
► სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
► ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
► დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

 

საქართველოს თავმჯდომარეობა საფრანგეთიდან გადმოეცემა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.