საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ფოლკეტინგის წევრთან, დანიის სოციალისტური სახალხო პარტიის საგარეო-პოლიტიკურ სპიკერთან, კარსტენ ჰიონგესთან

2019 წლის 26 ნოემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ფოლკეტინგის წევრთან, დანიის სოციალისტური სახალხო პარტიის საგარეო-პოლიტიკურ სპიკერთან, კარსტენ ჰიონგესთან. საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებულ მილიტარიზაციასა და არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. საქართველოს ელჩმა კარსტენ ჰიონგეს ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესის, ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევისა და კონფლიქტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების გახშირებული შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, განხილულ იქნა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ამ კუთხით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები.