საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კარლ ანდერს ბრაიტჰოლცის წიგნის პრეზენტაცია

2019 წლის 22 ნოემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ უმასპინძლებს შვედი ავტორის, კარლ ანდერს ბრაიტჰოლცის წიგნის პრეზენტაციას "რვა დღე საქართველოში: წიგნი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში მომლოცველობის შესახებ". პრეზენტაციას დაესწრენ შვედური და დანიური მართლმადიდებლური მრევლის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

კარლ ანდერს ბრაიტჰოლცი ექვსი წლის წინ გახდა მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. მან ამ ხნის განმავლობაში საქართველოსა და წმინდა ათონის მთაზე იმოგზაურა მომლოცველობის მიზნით. საკუთარ წიგნში ბრაიტჰოლცი აღწერს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ისტორიულ სიმდიდრეს.

გარდა ისტორიული და რელიგიური ფაქტებისა, წიგნი მდიდარია ავტორის შთაბეჭდილებებით. შვედი მართლმადიდებელის მიერ დანახულმა საქართველომ აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, საელჩო დამსწრე საზოგადოებას მცირე მიღებითა და ქართული ღვინით გაუმასპინძლდა, რომელზეც მსმენელს საშუალება ჰქონდა, პირადად გასაუბრებოდა წიგნის ავტორს.