საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გამართული ლექცია

2019 წლის 24 ოქტომბერს, სტრატეგიული სწავლებების ქსელის Network for Strategic Studies ორგანიზებით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გაიმართა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის ლექცია, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთოების გარემოს შესახებ.

გიგი გიგიაძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში განხორციელებულ სატრანსპორტო და ენერგო პროექტებში. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ რეგიონის მილიტარიზაციის პროცესსა და აგრესიულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ასევე, საქართველოს ელჩმა ისაუბრა რეგიონში ნატო-სა და ევროკავშირის პოზიციების გაძლიერების აუცილებლობაზე.