საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ

2019 წლის 26 სექტემბერს, ქ. ოლბორგის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, ამა წლის 26 სექტემბერს, ქ. ოლბორგის ბიზნეს დელეგაციის წარმომადგენლებისათვის საქართველოს საელჩოში, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

პრზენტაციას ესწრებოდა სამოცი დანიური კომპანიის წარმომადგენელი, რომლებსაც ელჩმა, გიგი გიგიაძემ გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მხრივ არსებული შესაძლებლობები, განხორციელებული და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. ყურადღება გამახვილდა მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კვალიფიციურ მუშა-ხელზე, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებულ კანონმდებლობაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე

შეხვედრის დასასრულს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით.