საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლექცია - " საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული პოლიტიკა"

2019 წლის 24 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართველი ისტორიკოსის, ბექა კობახის ლექცია - " საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული პოლიტიკა."

ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, რომელმაც დამსწრე, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს წარუდგინა ბექა კობახიძე. ასევე, საკუთარ მცირე მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიაში პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობას.

ბექა კობახიძემ ისაუბრა პირველი რესპუბლიკის შექმნის წინაპირობებზე, საგარეო პოლიტიკის ორიენტაციაზე, დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკაზე. ლექციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს პერველი რესპუბლიკის ურთიერთობებზე სკანდინავიურ ქვეყნებთან.

ლექციის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომლის დროსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ბექა კობახიძეს შორის უშუალო გარემოში გაგრძელდა საუბარი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე.