საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სალომე ზურაბიშვილი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო

2019 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი 53 ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები და მინისტრები გლობალური ჯანდაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე მსჯელობდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი და დანიის სამეფოს პრინცესა მერი.