საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯში გამართული სემინარი

2019 წლის 4 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს შეთავაზებით, დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯში გაიმართა სემინარი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. სემინარის ფარგლებში მოხსენებები გააკეთეს საქართველოს, თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის ელჩებმა.

სემინარი გახსნა თავდაცვის კოლეჯის კომენდანტმა, ადმირალმა ჰენრიკ რიუბერგმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპულ უსაფრთხოებაში.

გიგი გიგიაძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში განხორციელებულ სატრანსპორტო და ენერგო პროექტებში. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ რეგიონის მილიტარიზაციის პროცესსა და აგრესიულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ასევე, საქართველოს ელჩმა ისაუბრა რეგიონში ნატო-სა და ევროკავშირის პოზიციების გაძლიერების აუცილებლობაზე.

სემინარს ესწრებოდნენ დანიის თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებით დაინტერესებული პირები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ანალიტიკური ცენტრებიდან და აკადემიური ინსტიტუტებიდან.